ისტორია
დუბაი ახლო აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი და უმსხვილესი ქალაქია. ფაქტობრივად, ის წარმოადგენს რეგიონში კომერციისა და ტურიზმის ცენტრს. ქალაქის განაშენიანების ისტორია კი ასე დაიწყო: როგორც ირკვევა, ამ ტერიტორიაზე, ადგილობრივი ბედუინების სამოსახლოები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მდებარეობდა. დუბაის მიდამოებში ცვლილებები მე-19 საუკუნიდან შეიმჩნევა, როდესაც აქ სხვა ხალხი გადმოსახლდა.
თუმცა, გასული საუკუნის 40-იან წლებში ის ჯერ კიდევ პატარა დასახლებას წარმოადგენდა, რომლის მცხოვრებლები, ძირითადად, ოკეანეში მარგალიტის მოპოვებით და მისი საკვებზე გადაცვლით იყვნენ დაკავებულნი. შემდგომ აღმოჩენილ იქნა ნავთობი და ყველაფერი შეიცვალა. დაიწყო მშენებლობები, გაშენდა ქალაქის ცენტრი - დეირა და სწორედ აქედან იწყება დუბაის, როგორც მსხვილი სავაჭრო ცენტრის და ულამაზესი ქალაქის ისტორიაც.
კლიმატი
დუბაის კლიმატი ძალიან ცხელია, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ქალაქადაც ითვლება. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა პლუს 35,5 ცელსიუს გრადუსია. ზოგჯერ ტემპერატურა ჩრდილში 50 გრადუსსაც აღწევს. ზამთარი გაცილებით ცივია, განსაკუთრებით ღამით არის ცივი ამინდები. ნალექი აქ ძალიან იშვითად მოდის, დაახლოებით თებერვალ-მარტში. მაისიდან ოქტომბრამდე, დუბაიში ნალექი, ფაქტობრივად, არ არის.
ადგილმდებარეობა
დუბაი არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი და საამირო, აგრეთვე, ტერიტორიის სიდიდის მიხედვით, მეორე უდიდესი საამირო დედაქალაქ აბუ-დაბის შემდეგ.დუბაი მდებარეობს სპარსეთის ყურის სამხრეთით არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროზე და ზღვის დონიდან დაახლოებით 16 მ–ზე მდებარეობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий