ბურჯ ხალიფა
„ბურჯ ხალიფა“ დუბაის ნამდვილის სიამაყეა. 829.84 მეტრი მას მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად აქცევს. 2010 წლის 4 იანვარს მისი გახსნის ცერემონიალს მილიონობით ადამიანი აკვირდებოდა პირდაპირ ეთერში. ცათამბრჯენს თავდაპირველად „ბურჯ დუბაი“ ერქვა, თუმცა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც მშენებლობის შეწყვეტის საკითხი დადგა, დიდი როლი ითამაშა დუბაის მეზობელმა საემირო აბუ დაბიმ. არაბთა გერთიანებული ემირატების პრეზიდენტის (ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი) საპატივსაცემოდ, უდიდესი მხარდაჭერის გამო, ცათამბრჯენს მისი სახელი დაერქვა.
ბურჯ ალ არაბი
„ბურჯ ალ არაბი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და, 321 მეტრი სიმაღლით, მეოთხე ყველაზე მაღალი სასტუმრო მსოფლიოში. ეს შენობა მისი ულამაზესი აფრისებრი გარეგნობის გამო, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტო ობიექტია მთელს მსოფლიოში. „ბურჯ ალ არაბი“ აღიარებულია როგორც დუბაის სიმბოლო. სასტუმრო ხელოვნურ კუნძულზე დგას და მომრგვალებული ხიდით უკავშირდება სანაპიროს.
პალმის კუნძულები
პალმის კუნძულები — ხელოვნური კუნძულები დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რომლებზეც განლაგებულია უმთავრესი კომერციული და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. ეს არის ნიმუში ტრადიციების პროგრესთან შერწყმისა. არაბებს რელიგია უკრძალავს უცხოელებისათვის მიწის მიყიდვას, ამიტომაც მათ ხელოვნური კუნძულების შექმნა გადაწყვიტეს და შესაბამისად და შესაბამისად ამ მიწის თავისუფლად გაყიდვაც შეეძლებათ.
ხელოვნურმა კუნძულმა „პალმის კუნძულის“ სახელწოდება ფორმის გამო მიიღო. ”პალმის კუნძულები” მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური კუნძულები გახდება, რომლებიც ჩინეთის კედლის მსგავსად, კოსმოსიდან შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება.
სასტუმრო ატლანტისი
სასტუმრო ატლანტისი 2008 წელს გაიხსნა პალმ ჯუმეირაში, არაბთა გაერთიანებული ემირატები. სასტუმროს ლეგენდარული სამოთხის კუნძულის “ატლანტისის” სახელი დაარქვეს. „ატლანტისი“ წარმოადგენს 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც პალმ ჯუმეირაზეა აგებული. სასტუმროს ულამაზესი, გიგანტური კარიბჭის ფორმა აქვს. გარდა მიწის ზემოთ წარმოდგენილი 22 სართულისა, რომლებიც დამსვენებლებს სპარსეთის ყურის ხედებით ატკბობს, ატლანტისი აგრეთვე ფლობს ორ წყალქვეშა ნომერს, რომელთაგან თითოეული სამ სართულიანია.
უდაბნოს საფარი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი დუბაის აქტივობა უდაბნოს საფარის ტურები გახლავთ. ტური ასევე მოიცავს ადგილობრივი ტრადიციული სოფელის მონახულებასაც, სადაც ბედუინები თავიანთი ტრადიციების ათვისებაში მოგეხმარებიან და აქლემებზეც გაგასეირნებენ.
სასწაულის ბაღი
ბაღი Dubai Miracle Garden 2013 წელს ვალენტინობა დღეს გაიხსნა. იგი მოიცავს 72,000 მ² ტერიტორიას, რომელიც 45 მილიონზე მეტ ყვავილს მოიცავს. ყვავილები ისეა დარგული, რომ მათ სხვადასხვა ორნამენტების ფორმა აქვთ მიღებული.
Ski Dubai
Ski Dubai წამოადგენს გადახურულ საციგურაო კურორტს, რომელიც 22,500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს. იგი პირველი ასეთი ტიპის კურორტია შუა აღმოსავლეთში. Ski Dubai 2005 წელს გაიხსნა 85 მეტრი სიმაღლის ხელოვნურ მთასთან ერთად, რომელსაც 5 დასაშვები ზოლი აქვს.
Комментариев нет:
Отправить комментарий